თეგებით ძიება

მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას - რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ადვოკატ, ლევან მარსაგიშვილის განცხადებით, ახალგარზდა კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისივე განცხადებით, დაკავებული ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

„ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივნისს წარუდგენენ.

ცნობისთვის, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა