ახალგორის რაიონის მოსახლეობას ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ
ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს რელიგიურ დღესასწაულთან, „ლომისობასთან" დაკავშირებით, დე ფაქტო „საზღვრის" გამარტივებული წესით გადაკვეთის უფლება ექნებათ. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი" ავრცელებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე მიიღეს.
დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა რაზდახანის გამშვები პუნქტით, გამარტივებული წესით, 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა „რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს" ანატოლი პლიევს, - ნათქვამია ინფორმაციაში.