თეგებით ძიება

„რა ქენით, დადეთ ბეჭებზე ბიძინა?" - ალეკო ელისაშვილი ლევან ხაბეიშვილს

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართავს და წერს.

„ლევან ხაბეიშვილს უთქვამს ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს ოცნების დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები ბოდიში და თუ "შეგვეტენებით" თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობა არის ქართული ოცნების მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი. ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები ნაციონალური მოძრაობის გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. ოცნება უნდა წავიდეს - ნაციონალები არ უნდა მოვიდნენ! ესაა ეხლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“, - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა