თეგებით ძიება

ბოლო 1 წელში საქართველოში ინდმეწარმედ 19 ათასი რუსი დარეგისტრირდა

2022 წელს, საქართველოში რუსეთის 62 000 მოქალაქე ჩამოვიდა. მათი ნაწილი კი ქვეყანაში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და ბიზნეს საქმიანობა დაიწყო.

რუსეთის მოქალაქეების მიერ, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ოფიციალური ინფორმაციას საქსტატიდან BMG-მ გამოითხოვა.

ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით 1,213 შპს დარეგისტრირდა, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საქმიანობენ. ამ კომპანიების ნაწილი როგორც ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობს, ასევე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ეწევა.

გაცილებით უფრო მეტმა 18,822-მა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიიღო. საქართველოში მცირე მეწარმის სტატუსის მფლობელებს შეუძლიათ წლის განმავლობაში მიღებულ 100,000 ლარამდე შემოსავალზე მხოლოდ 1%-იანი გადასახადი გადაიხადონ. ამ სტატუსს ქვეყანაში ფლობენ როგორც ბიზნეს აქტივობით დაკავებული პირები, ასევე დასაქმებულებიც, რომლებიც კონკრეტული კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებული. მაგალითად, პროგრამისტი დასაქმებულის ნაცვლად რეგისტრირდება ინდ. მეწარმედ და მას დამსაქმებელი სერვისის მიწოდების კონტრაქტს უფორმებს. ამ დროს პირი 20%-ის საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, ბრუნვის 1%-იან გადასახადს იხდის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა