თეგებით ძიება

"ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქმარი გავაქირავე, მთელი გულით გისურვებთ საყვარელი ადამიანისგან ზუსტად იგივეს, რაც მე გამოვიარე" - თაია ჭიჭინაძე

"პაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილის, ნიკოლოზ ქართველის ყოფილი მეუღლე, თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს.

"არ შემიძლია, ყველაფერი მადლობით არ დავიწყო. დღეს ვხვდები, რომ ეს ქვეყანა გადარჩება..ამ ქვეყანაში ნამდვილად ცხოვრობს ძლიერი ქალები...მადლობა თითოეულს თქვენ, ვინც თუნდაც ერთი წამი დახარჯა ჩემი ტკივილის გასაზიარებლა. ასევე მინდა, შევეხო ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქმარი გავაქირავე, მთელი გულით გისურვებთ საყვარელი ადამიანისგან ზუსტად იგივეს, რაც მე გამოვიარე, თქვენნაირი ქალები ნამდვილად იმსახურებენ ღალატს და მოტყუებას.

ჰო და კარგი ამბავიც მაქვს, ხვალ მე მგონი აქედან გამომწერენ და ვფიქრობ სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდები, მოვუსმენ საკუთარ სხეულს და ბუნებას...

შევეცდები, ეს სირცხვილი აუცილებლად სამართლიანობით ჩავანაცვალო და სათითაოდ ყველას გავცე პასუხი.

დაიმახსოვრეთ: განადგურებულ, გამოყენებულ, დამცირებულ, გაყიდულ, ნაღალატებ ქალზე ძლიერი ( თუ გადარჩა ) არავინააა..

მშვიდობიანი ღამე, თქვენს ოჯახებთან ერთად!

გთხოვთ, ვიცი, აქაც შემოცვივდებით ,,თამარაბარამძის'' მსგავსი ქალები და ნუ ილანძღებით, ჯანსაღი კრიტიკა, მხოლოდ ჯანსაღი და ნაკლები თამარას მსგავსები ერს", - წერს ჭიჭინაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა