„ცხედარი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ფემიციდის მორიგი შემდთხვევა - არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი მეუღლე, მარიტა მაზიაშვილი თოკით გაგუდა, ცხედარს 2 დღის განმავლობაში მალავდა, შემდეგ კი ის ხევში გადააგდო.
31 წლის ნიკა ლაჩაშვილს 10 წლის წინ დაშორდა. ირკვევა, რომ ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს ბოლოს 2 დღის წინ, შეხვდნენ და კუკიას სასაფლაოს მიმდებარედ საუბრობდნენ. სიტყვიერი შელაპარაკების დროს, ნიკა ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი მისსავე ავტომობილში მოკლა, ცხედარი დამალა და ადგილი ტაქსით დატოვა. მოგვიანებით, მკვლელობის ადგილზე, ნაქირავები მანქანით დაბრუნდა, საბარგულში დამალული გვამი მან თბილისის ზღვის გავლით, გლდანის ციხისკენ წაიღო და ხევში ჩააგდო.
27 წლის ქალს ახლობლები ორი დღე ეძებდნენ. მისი ცხედარი გამვლელმა აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა. დამნაშავე ამ დროს, გლდანში, მის საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა. ამ დროს სახლში იყო, მოკლულის და მკვლელის საერთო შვილი, 10 წლის გოგონა. 31 წლის მამაკაცი პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.