თეგებით ძიება

როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდი სოციალურ ქსელში 10 წუთში? - რჩევები

ნუ მიეჯაჭვებით კომპიუტერის ეკრანს; იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიული იქნება თქვენი დღე, თუ დღეში მხოლოდ 10 წუთს დახარჯავთ Twitter-ზე თქვენი ბრენდის შექმნაზე.

ამ დროში თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ახალ კლიენტებს, წაიკითხოთ უახლესი მარკეტინგული სტატიები, გააუმჯობესოთ თქვენი სამძებრო სისტემების ოპტიმიზაცია [SEO] ან თუნდაც შექმნათ ახალი ბლოგპოსტი.

მაშ, როგორ არის შესაძლებელი Twitter-ზე თქვენი ბრენდის შექმნაზე უფრო ნაკლები დრო დახარჯოთ, ვიდრე ხუთინგრედიენტიანი კერძის მომზადებაში გჭირდებათ? წაიკითხეთ რჩევები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი ბრენდის სახელის 10 წუთში ან ნაკლებ დროში პოპულარიზაციისთვის:

შეწყვიტეთ თქვენი „ნიუსფიდის“ ყურება - ყოველ წამში საშუალოდ 6000 „ტვიტი“ იგზავნება მთელ მსოფლიოში. თუ თვალს ადევნებთ 100-ზე მეტ ადამიანს - რაც ძალიან მარტივია - დიდია იმის შანსი, რომ ძალიან დიდ დროს ხარჯავთ, რათა მოასწროთ ყველას „ტვიტის“ ნახვა. ამის ნაცვლად, გადახედეთ თქვენს შეტყობინებებს. თუ კონკრეტული საგნის კვლევა გჭირდებათ, მოძებნეთ მისი ჰეშთეგი. ეს არის ბევრად უფრო სწრაფი გზა იმის გასარკვევად, თუ რა ახდენს გავლენას თქვენზე და თქვენს ბიზნესზე.

დაგეგმეთ წინასწარ თქვენი ტვიტები - ყოველ ჯერზე, როცა ხსნით Twitter-ის აპლიკაციას თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, კარგავთ ძვირფას დროს.

სასაცილოა იმის მოლოდინი, რომ ვინმემ სოციალური მედიის ყველა ანგარიშის დღეში რამდენჯერმე გადამოწმება შეძლოს. რეალურ დროში „ტვიტების“ წერის ნაცვლად, გამოიყენეთ სერვისი, როგორიცაა Hootsuite ან Buffer, რომლითაც დაგეგმავთ „ტვიტებს“ მთელი კვირის ან მთელი თვის განმავლობაში. შედეგად, Twitter-ზე თქვენი სამუშაოს დიდი ნაწილი ვადაზე ადრე შესრულდება.

მზად გქონდეთ ფოტოები გამოსაქვეყნებლად - თქვენი ბრენდის შექმნისას მნიშვნელოვანია ვიზუალის მიწოდება, რომელთანაც ადამიანებს დაკავშირება შეეძლებათ. დასურათებულ „ტვიტებს“ საშუალოდ 35%-ით მეტი ადამიანი ხედავს, ვიდრე მხოლოდ სიტყვებზე დაფუძნებულ „ტვიტებს“. ამიტომ, მოამზადეთ ფოტოების ნაკრები, რომლის გამოყენებაც მარტივად შეგიძლიათ.

დაალაგეთ ისინი სხვადასხვა საქაღალდეში თემის მიხედვით. თუ თქვენ არ ხართ გრაფიკული დიზაინერი, გამოიყენეთ PicMonkey-ის ფუნქცია, რათა შექმნათ პროფესიონალური, თვალწარმტაცი ფოტოები და კოლაჟები თქვენი „ტვიტებისთვის’’ და გააუმჯობესოთ თქვენი ვიზუალურობა Twitter-ზე. თუ უკვე არ იყენებთ საკუთარ ჰეშთეგს, დროა შექმნათ ის. ეს იქნება თქვენი ხელმოწერა Twitter-ზე, რომელიც დაეხმარება ხალხს თქვენი „ტვიტების“ ამოცნობასა და პოვნაში, როდესაც ადამიანები ახსენებენ თქვენს ბრენდს.

იყავით მობილიზებული - ძალიან ადვილია დაკარგო კონცენტრაცია სოციალურ მედიაზე, როდესაც ირგვლივ ბევრნაირი ინფორმაცია ვრცელდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სავსეა კურდღლის ვიდეოებით და აშშ-ის პოლიტიკის შესახებ უახლესი ამბებით. დაიცავით თქვენი სარედაქციო გრაფიკი და კონტენტ-მარკეტინგის სტრატეგია. დაიმახსოვრეთ ტაქტიკა, რომელიც თავდაპირველად შეიმუშავეთ თქვენი ბრენდის შესაქმნელად.

უყურე საათს - ბევრი რამ შედარებითია, მათ შორის დროც. შეიძლება იფიქროთ, რომ „ტვიტერზე“ ან სხვა სოციალურ მედიაარხზე მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში დაჰყავით, როდესაც უკვე რეალურად ერთი საათი გავიდა.

დაგეგმეთ დრო, რომელსაც Twitter-ს დაუთმობთ და ჩასვით ის თქვენს კალენდარში. დააყენეთ ტაიმერი და 10 წუთის ამოწურვის შემდეგ, დააკვირდით შედეგს. თუ არაფერი გაგიკეთებიათ გარდა რიანას მთავარი გვერდის დათვალიერებისა, პრიორიტეტების შეცვლის დროა.

თვალყური ადევნეთ თქვენს მიმდევრებს - შესაძლებელია, რომ აკვირდებით ათობით ადამიანს, რომლებიც არააქტიურნი არიან Twitter-ზე, ან ვინც აღარ არის თქვენი მიმდევარი თქვენი საიტზე დარეგისტრირების პირველი დღიდან.

ბრენდის შექმნისას უნდა განსაზღვროთ მისი ვიზუალური მხარე პოტენციური კლიენტებისა და კონკურენტებისთვის. Crowdfire-ის ან ManageFlitter-ის გამოყენებით შეგიძლიათ სწრაფად დაინახოთ, ვის მიჰყვებით უსარგებლოდ.

ადამიანები, რომლებიც არაფერს აზიარებენ სპამის გარდა, იშვიათად აქვეყნებენ პოსტებს ან თქვენთან არ ურთიერთობენ, უნდა გამოიყენოთ unfollow-ის ფუნქცია. ანალოგიურად, სხვები, რომლებიც თქვენს ნიშაში არიან და გაწვდიან სასარგებლო ინფორმაციას, არიან პოტენციური მოკავშირეები ან კლიენტები და იმსახურებენ დაკვირვებას. აღნიშნული ფუნქციების გამოყენებით, დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ მიმდევრების სტატისტიკის დონის განსაზღვრისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა