თეგებით ძიება

ანსამბლი "შგარიდა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ანსამბლი "შგარიდა“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ანსამბლ შგარიდას წევრი-სოლისტი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჭეშმარიტი ხელოვანი და ქართული (სვანური) მუსიკალური ფოლკლორის დიდი მოამაგე, ვალერ ვიბლიანი.

ანსამბლის დაარსების დღიდან ვალერ ვიბლიანი ერთგულად ემსახურა მუსიკალური ფოლკლორის საგანძურების აღდგენა-გადარჩენის ეროვნულ საქმეს, დიდია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში

გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი და ანსამბლის ერთიან დიდ ოჯახში სილაღის და ხალისის შემომტანი ღირსეული პიროვნების სახელი ფართოდ არის ცნობილი ქართული ფოლკლორის მოამაგეთა შორის!

აქვე დავამატებთ, რომ ანსამბლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები თბილისსა და მესტიაში გაურკვეველი დროით გადაიდო“, - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა