უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში ყირიმი უწყლოდ იქნება - ოლექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის აფეთქების გამო, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება.
"აქტი, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, უახლოეს მომავალში ყირიმისთვის წყლის მიწოდებას შეუძლებელს ხდის, წყლის მიწოდება შეუძლებელი იქნება მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, მანამ კაშხალი თავიდან არ აშენდება“, - აცხადებს დანილოვი.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.