თეგებით ძიება

რა არის ფენშუი და რაში გვეხმარება ის?

ძველი აღმოსავლური ხელოვნება - ფენ შუი. ეს უკანასკნელი ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს.

ფენ შუი ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების (ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს) მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.

ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს, ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.

ამ უძველესი ხელოვნების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. იგი გახლავთ ასევე ეზოთერული მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის კოსმოსთან დაახლოების გზებსა და მეთოდებს.

ფენშუის სწავლება დღეს მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მომსახურებით სარგებლობენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მსხვილი კომპანიის მმართველები და უამრავი ადამიანი.ფენშუის სწავლება დღეს მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მომსახურებით სარგებლობენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მსხვილი კომპანიის მმართველები და უამრავი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა