თეგებით ძიება
07. 06. 2023 სპორტი

ბაკურიანი და გუდაური, FIS-ის საშეჯიბრო კალენდარში, მუდმივ მასპინძლებად მოინიშნა

აერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 

2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპები, ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში -  სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

კონკრეტული საშეჯიბრო არეალების შერჩევის მიზნით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მაღალი რანგის დელეგატები: კლაუს ვალდნერი, უვე ბეიერი და ალბერტო სკიავონი, სამუშაო ვიზიტით ბაკურიანსა და გუდაურს ესტუმრნენ.

საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023) , ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, რამაც შედეგად განაპირობა, რომ FIS-ის ყოველწლიურ კალენდარში, საქართველო ზამთრის სპორტის ისეთი ტრადიციული ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს, როგორიც არის: საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ფინეთი, აშშ, კანადა და სხვა.

„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ, უახლესი ინფრასტრუქტურითა და კარგად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოჩენილიყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები. არაერთხელ აღინიშნა მათ მიერ, რომ იდეალურად შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამიტომ, მუდმივ კალენდარში მოვხვდით, რაც უმნიშვნელოვანესია, როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარების, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ, მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა