უკრაინის ჯარებს კონტრშეტევა ჯერ არ დაუწყიათ - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა.
"ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. შეტევას ჩვენი სამხედროები გადაწყვეტენ. როცა კონტრშეტევას დავიწყებთ, ამის შესახებ ყველა გაიგებს, დაინახავს“, - აღნიშნა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებრვალს რუსეთია არმია უკრაინაში შეიჭრა.