საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს
აკადემიკოსი, როინ მეტრეველივსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. მეტრეველმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კვესიტაძე შეცვალა.
ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
როინ მეტრეველი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო 1990-1991 წლებში. 1991-2004 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას.