ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ, ნიკოლოზ ლაჩაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე ჩაინიშნა.
ლაჩაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, თბილისში 27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო.