თეგებით ძიება

პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა - თინა ბოკუჩავა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება" ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს, რადგან პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სწორედ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა.

"ამ დრომდე ეროვნულ ბანკზე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა - ყოველ შემთხვევაში იმ ხარისხით, რა ხარისხით მოპოვებასთან ის ახლა ცდილობს.

ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო ავტოკრატიული ხდება, მათ შორის ასე აფასებენ დღეს არსებულ რეჟიმს ჩვენი პარტნიორებიც", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა