თეგებით ძიება
07. 06. 2023 მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება კახოვკას ჰესის აფეთქების გამოსაძიებლად ჰააგას მიმართავს

უკრაინის ხელისუფლება რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამოსაძიებლად ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართავს.

„ჩვენ გადავეცით ინფორმაცია, რომელიც გვაქვს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ფაქტზე და მწვანე შუქი ავუნთეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისს, რათა მათ თავიანთი მხრიდან ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატარონ“, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, მაქსიმ პოპოვი.

პოპოვის თქმით, ასეთი მოთხოვნა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის ხელისუფლებას „ნაწილობრივ არ აქვს წვდომა დაზარალებულ ტერიტორიებზე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომელიც აძლევს მას შესაძლებლობას გამოიძიოს ეს საქმე". 

რუსეთი კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებაში მონაწილეობას უარყოფს და მომხდარში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა