ლიმონის წვენის სასარგებლო თვისებები
ლიმონის წვენს არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია:
1. მბზინავი კანი
ლიმონის წვენი ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა კანისთვის. როდესაც ლიმონიან წყალს სვამთ, კანის მდგომარეობაც უმჯობესდება.
2. Anti-age ეფექტი
ლიმონის წვენი შინაგან გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ეს ვიტამინი С-ს დამსახურებით, რომელსაც ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს.
3. ჯანსაღი სუნთქვა
რამდენიმე ლიმონის წვეთი და ჯანსაღი სუნთქვა გარანტირებულია. ლიმონი წმენდს და ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის პირიდან უსიამოვნო სუნის გავრცელებას.
4. მატებს მხნეობას
დააწურეთ ლიმონი სალათს, ან თევზს. ის მხნეობას შეგმატებთ.
5. ძლიერი იმუნიტეტი
შეუძლებელია იმუნიტეტის გაძლიერება, თუ რაციონში ლიმონი არ შედის.
6. მადის კონტროლი
ლიმონიანი წყალი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და მადას თრგუნავს.
7. დეტოქსი
დიეტოლოგები ხშირად გამოიყენებენ ლიმონს ორგანიზმის გასაწმენდად.
8. ხელს უწყობს საკვების მონელებას
შეიტანეთ რაციონში ლიმონიანი წყალი ყოველდღე. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
წყარო: „ბომონდი“