„როინ მეტრეველის არჩევაზე ერთი ქართული პარადოქსი გამახსენდა...“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება აკადემიკოს, როინ მეტრეველის არჩევას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად.
„როინ მეტრეველის არჩევაზე ერთი ქართული პარადოქსი გამახსენდა:
ვინც მის დროს, ან მანამდე სწვლობდა, ყველა ამტკიცებს, რომ თსუ-ში ჩაბარება ფულით და ჩაწყობით ხდებოდა, მაგრამ ასევე ყველა მათგანი კითხვაზე, შენ როგორ ჩააბარეო, პასუხობს, რომ მას ჩაწყობა არ დაჭირდა და სასწავლებელში თავისი ცოდნით მოხვდა“, - წერს მერაბ მეტრეველი.
აკადემიკოსი, როინ მეტრეველივსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. მეტრეველმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კვესიტაძე შეცვალა.