ეს ადამიანი არ არის სანდო - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე
პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მას უღალატა. ამის შესახებ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მე არ მიყვარს ადამიანები, როდესაც ღალატობენ ყველა ღირებულებას და ამ ღალატის დროს უნდა, რომ შენც გაგხადოს თანამონაწილე. ვერავინ ვერასოდეს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. როდესაც საუბარი იყო 2018 წელს, ჩემთან სახლში, რა მოლაპარაკებაც იყო, ყველაფერს უღალატა. არაფერი არ შეინარჩუნა. ასევე, დაარღვია გრიგოლ ვაშაძის მიმართ. როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია... დაკავების შემდგომ სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს. ყოველ შემთხვევაში მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის საშიში ბრძოლაში და არ არის სანდო. მოვექეცი ისე როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან...“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.