რომის პაპმა ოპერაცია გაიკეთა - როგორია მისი მდგომარეობა?
86 წლის რომის პაპმა, ფრანცისკემ მუცლის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, თიაქრის ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა. რომის პაპი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება.