თეგებით ძიება

"ძალიან საზიანოა, არ შეგაშინებთ, მაგრამ.... რატომ გვკლავენ?" - რას წერს იუნა შაფათავა?

მსახიობი, იუნა შაფათავა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ქალაქში არსებულ ჰაერის დაბინძურებაზე წერს.

"ადამიანებო! რა ვისუნთქოთ, ჰა? 

ფანჯრები დავხურე. ოსკარს სძინავს.

მე- მეშინია. 

გასაგებია, კანადა, 3000 კილომეტრის იქით, ჩვენ აქ რატომ გვკლავენ? მაშინ კანადაში ცოცხალი ჩიტიც აღარ უნდა იყოს, ხომ ლოგიკურია.

ჩერჩილის დროს იყო ასე ლონდონში, ვინც იცით და იღუპებოდა ხალხი სმოგისგან. 

არ გახვიდეთ ნიღბის გარეშე: k95 თუ რაღაც, ყველას გვაქვს. მე დღეს 2 თხელი ნიღბით ვიყავი და მაინც თხელი იყო. 

ნახევარი ქალაქი ნიღბით დადის. არადა 100% ნიღბით უნდა ვიაროთ. ეს ბუღი ძალიან, ძალიან საზიანოა, არ შეგაშინებთ, რას იწვევს, მაგრამ ატარეთ ნიღაბი. პროგნოზს ვერ აკეთებს ვერავინ, როდის დაიშლება.

ეს ლინკი ლონდონის ჰაერის დაბინძურების ბურუსზეა, 1952 წელს და პენსილვანიის ჰაერსაც ახსენებენ.

ნიუ იორკი დღეს მსოფლიოს სიაში პირველი იდგა, დაბინძურებული ჰაერის მაჩვენებლით. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: რატომ ნიუ-იორკი, თუ ტორონტოსთან იწვის ტყეები? რა ლოგიკით? 

თქვენ იცით თქვენი ვერსიები, ოღონდ ნიღაბი ატარეთ…", - წერს შაფათავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა