თეგებით ძიება

"ვეძებ შვილს და ტესტით ვიპოვე დისშილი... გვითხრეს, დაბადებისას უსუსური იყო, ვერ გადარჩაო..." - ექიმების მიერ გაყიდული ბავშვი შემთხვევით იპოვეს

ჯგუფში "ვეძებ" მოქალაქე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ წლების წინ, სამშობიაროში ქართველი ექიმების მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული დისშვილი იპოვა.

"ვეძებ შვილს და ტესტით ვიპოვე დის შვილი, არც კი გვიფიქრია ოჯახში, რომ ის შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო, პირველი შვილი დაიბადა ვადაზე ადრე, მცირე წონით და გვითხრეს,იმდენად უსუსური იყო ვერ გადარჩაო... 1988 წელს.

  11 წლის შემდეგ გარდაიცვალა ჩემი და და დარჩა 4 მცირეწლოვანი  შვილი...

  წუხელ გვიან ღამით ტესტის პასუხი ვნახეთ და პირველი რიგის ნათესავად ამომივიდა რ.მ. წარმოდგენაც არ მქონდა რომ ის ჩემი დისშვილი იქნებოდა. დღეს საუბარიც შედგა ჩვენს შორის. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვართ.

  უღრმესი მადლობა ია ყველაშვილს და ჯგუფის ყველა წევრს ასეთი უდიდესი და უანგარო შრომისთვის...

   საოცარი შეგრძნებაა კვალზე გასვლა და პოვნა...

  მინდა ყველას ვინც ეძებს გისურვოთ სასურველი ადამიანების პოვნა და ჩახუტება. ტესტი რომ არ გამეკეთებინა ვერასოდეს ვიპოვიდი და არც მეცოდინებოდა რომ ცოცხალია", - წერს მოქალაქე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა