დონეცკის რაიონში რუსებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს
დონეცკის რეგიონში რუსებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე... რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი - ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის ბავშვებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებეთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.