დონეცკის ოლქში საშინელება ხდება - უკრაინა
უკრაინის დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პაველ კირილენკო აცხადებს, რომ ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს.
„დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და 13 წლის კიდევ ორმა გოგონამ და ორმა ბიჭმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.