ზელენსკი ხერსონის რეგიონში, სტიქიის ზონაში ჩავიდა (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტი ხერსონის რეგიონს ეწვია, რომელიც კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანგრევის შემდეგ განსაკუთრებით დაზარალდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო თათბირი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია: კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება. ასევე, რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ოპერატიული სამხედრო ვითარება“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.