სუსტადაა და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა დასჭირდება - რას ამბობს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 2024 წლის არჩევნების დროს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი იყოს.
მისი ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს.
„მე პირადად გამოვრიცხავ. რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. პირველ რიგში, არ ველოდები, რომ ის საქართველოში პოლიტიკაში ჩართვას აპირებს, არა მგონია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, ჩემი ხედვით არის სუსტად და ველოდებით, რომ კიდევ დამატებითი გამოკვლევა იქნება“, - ამის შესახებ გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.