თეგებით ძიება

ევროპარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს - მარინა კალიურანდი

დასამალი არ არის, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას და ევროპელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობები იყო საკმაოდ მშფოთვარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარინა კალიურანდის თქმით, საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები საკუთარი მოქალაქეებისთვის.

„ალბათ, ყველამ იცით ევროპარლამენტის ორი რეზოლუციის შესახებ მედიის თავისუფლების დარღვევასთან, ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით. საქართველოში აპრილში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა აქვს ევროკავშირში ინტეგრაციას, რასაც მოსახლეობის 89 პროცენტი უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის. შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარაა და არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება ღია ეს ფანჯარა. ის შეიძლება, სწრაფად დაიხუროს. ასე რომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვცილობთ მეურვეობას. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მეგობრები, როგორც პარტნიორები, როგორც თანასწორები“, – განაცხადა კალიურანდმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა