თეგებით ძიება

"უჟანგბადობა კლავს...“ - რა კადრებს აქვეყნებს აშშ-დან ქართველი ჟურნალისტი (ვიდეო)

აშშ-ში, ნიუ-იორკში სუნთქვა და მხედველობა გართულდა. მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ექსპერტთა განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ლელა ნინუა ეხმაურება და კადრებს აქვეყნებს.

"უჟანგბადობა კლავს. ჰაერის დაბინძურებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, რა ვერ ჩააქრეს?“, - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, კანადაში ცეცხლმა ასობით ტყე მოიცვა. 4 მილიონამდე ჰექტარი უკვე დამწვარია, რაც 15-ჯერ აღემატება 10 წლიან საშუალო მაჩვენებელს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა