თეგებით ძიება

ომის დასრულებამდე უცხო ქვეყნები თავიანთ ჯარებს უკრაინაში არ შეიყვანენ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე უცხო ქვეყნები თავიანთ ჯარებს უკრაინაში არ შეიყვანენ.

"უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო ქვეყნები არ შეიყვანენ თავიანთ ჯარებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ, ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი, ჩვენ თვითონ ვიცით ბრძოლა.

უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ ეს თავიდან აიცილებს ახალ ომებს. უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მისი დანაყოფები ნატოს სხვა ქვეყნებში განლაგდება და დაიცავს მათ“, - განაცხადა კულებამ. 

შეგახსენებეთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა