პოლონეთში ბინების ძარცვისთვის ქართველები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?
პოლონეთში დააკავეს საქართველოს ორი, 37 და 42 წლის მოქალაქე, რომლებიც ბინებისა და საცხოვრებელი სახლების არა ერთ ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.
მძარცველები ხშირად იცვლიდნენ იმიჯს. თავს ყვავილების გამყიდველებად ან მშენებელ მუშებად ასაღებდნენ და ამ გზით პოლიციას გზა-კვალს ურევდნენ.
პოლონეთის პოლიციის ცნობითვე, ერთ-ერთი დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით სხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
დაკავებულების მანქანიდან პოლიციამ 200 000 ზლოტის ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ამოიღო.
ორივე დაკავებული ლუბლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ქურდობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.