"საჯარო სკოლები უნდა გაკერძოვდეს, ანუ გახდეს ფასიანი" - რა ინიციატივით გამოდის კობა სუბელიანი?
დევნილთა ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი ახალი ინიციატივით გამოდის და საჯარო სკოლების კერძო სასწავლებლად გადაკეთებას მიიჩნევს საჭიროდ.
"საჯარო სკოლები უნდა გაკერძოვდეს, ანუ უნდა გაიყიდოს და გახდეს ფასიანი. ამ ნაბიჯით მომენტალურად შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისკენ და საგრძნობლად აიწევს ხარისხი პირველივე წუთებიდან.
ასეა ეს და ნუ გამომენთებით ქოცები.
სანამ ამას არ გაიაზრებთ, მანამდე არაფერი ეშველება იმ უწესრიგობას რასაც საჯარო სკოლებში ვხედავთ.
გადახდას რაც შეეხება, ბიუჯეტმა სკოლის ნაცვლად მშობელს მისცეს ბავშვისთვის ისედაც უკვე გათვალისწინებული თანხა ვაუჩერის სახით და მერე მშობელმა გადაწყვეტს ამ თანხით რომელ სკოლაში მიიყვანს ბავშვს.
ეს გარემოება კონკურენციას გააჩენს სკოლებს შორის და ყველა სკოლა შეეცდება იყოს მიმზიდველი რათა თავისთან მიიზიდოს ბავშვი, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
p.s
უნივერსიტეტებიც" - წერს კობა სუბელიანი.