თეგებით ძიება

წყალი 20 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

"9 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ქიზიყის ქ. N11-ის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 ივნისს 16:00 სთ-ზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 ივნისს 16:00 საათიდან 10 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - იდუმალის, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას და მიმდებარე ქუჩებს.

ნავთლუღის II დასახლებას - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; ქვემო მელითონეთა დასახლებას, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფელ ჭალას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა