თეგებით ძიება
08. 06. 2023 მსოფლიო

რუმინეთი ქვეყნიდან 50-ზე მეტ რუს დიპლომატს აძევებს

რუმინეთი რუსეთის საელჩოს 50-ზე მეტ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა.

რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 30 დღის ვადაში დატოვოს.

მიზეზად რუსეთსა და რუმინეთში დიპლომატების რაოდენობის გათანაბრება დასახელდა.

ამგვარად, რუსეთმა 51 თანამშრომელი უნდა გაიწვიოს: საუბარია 21 დიპლომატსა და 30 ტექნიკურ-ადმინისტრაციულ პერსონალზე.

ქვეყანაში მხოლოდ 11 რუსი დიპლომატი და 29 თანამშრომელი უნდა დარჩეს. ამას 30-დღიანი ვადა ეძლევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ რუმინეთის უწყებას პასუხს გასცემენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა