თეგებით ძიება
08. 06. 2023 მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკომ კახოვკას ჰესის აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ კახოვკას ჰესის აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. ამის შესახებ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი მტკიცებით, უკრაინამ ეს კონტრშეტევის "წარუმატებელი დასაწყისის" გადასაფარად გააკეთა.

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა მოუწია, სადაც განადგურდა თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა და დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი. ამიტომ, კახოვკა. კახოვკას შემდეგ ამის შესახებ [ზარალზე] აღარავინ ლაპარაკობს, მაგრამ თქვენ ხედავთ ყველაფერს.

და თქვენ ხედავთ, როგორი ფრთხილი პოზიცია დაიკავა შეერთებულმა შტატებმა. მათ მაშინვე თქვეს: ”ჯერ ვერ ვიტყვით, ვინ გააკეთა ეს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, დაფიქრდით, რატომ მოხდა ეს?" ამბობს ლუკაშენკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა