თეგებით ძიება
08. 06. 2023 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი სანქციები მოიცავს იმპორტის აკრძალვას და ინტერნეტით პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.

„ახალი პაკეტი ზრდის ეკონომიკურ ზეწოლას ალიაქსანდრ ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად ეხმარება რუსეთის ძალისხმევას ომში, უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს,“- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებაში.

სანქციები მოიცავს ბელარუსიდან ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და კაუჩუკის იმპორტის აკრძალვას და ამავე დროს დიდი ბრიტანეთიდან ბელარუსში ბანკნოტების, სამრეწველო აღჭურვილობის, ასევე ისეთი საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტის ბლოკირებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად.

რაც შეეხება ბელარუსული რესურსების მიერ „დიდ ბრიტანეთში პროპაგანდის გავრცელების“ წინააღმდეგობას, როგორც ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობიდან ირკვევა, ის გამოიყენებს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტპროვაიდერების გზით ასეთ ვებსაიტზებზე წვდომის შეზღუდვას.

გათვალისწინებულია ასევე ნაბიჯები გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის შესაზღუდად. ეს ზომები დაკავშირებულია სწრაფვასთან, არ დაუშვან სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა