მათემატიკის გამოყენებით, კაცმა ლატარია 14-ჯერ მოიგო და მილიონერი გახდა
1990-იან წლებში, ავსტრალიელმა ეკონომისტმა, სტეფან მანდელმა თავის გუნდათ ერთად ლატარიის თამაში გადაწყვიტა. გუნდმა არაერთი გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საინტერესო ისაა, რომ მათი წარმატება არ იყო დაკავშირებული ციფრების გამოცნობასთან. საქმე იმაშია, რომ მანდელს ჰქონდა სისტემა, რომელიც მან ჯერ რუმინეთში გამოიყენა, შემდეგ კი ავსტრალიაში.
ლატარიის მოგების შანსები საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ერთი ბილეთით მილიონის მოგების შანსი 139 838 160-დან ერთია. ვთქვათ, რომ გადაწყვიტეთ თქვენი შანსების გაორმაგება სხვა ბილეთის შეძენით, თქვენ 139 838 160-დან 2 შანსი გექნებათ.
მანდელმა შენიშნა, რომ ლატარიის თითოეული შესაძლო კომბინაციის შეძენის შემთხვევაში, თქვენ (თითქმის) გარანტირებული გექნებოდათ ინვესტიციის უკან დაბრუნება. უცნაურია, მაგრამ მანდელმა სწორედ ამის გაკეთება გადაწყვიტა.
თუმცა, საქმე ასე მარტივად არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდა წესებს, ასე ნაკლებად თუ იქცევა ვინმე. მეტიც, პრობლემები მარტო მათემატიკური არ იყო. მოგება გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული და სტეფანს ინვესტორები ფულის ჩადებაში უნდა დაერწმუნებინა.
შემდეგ მას უნდა გაერკვია ყველა შესაძლო კომბინაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ამის გამოთვლა მარტივი არ იყო, საჭირო გახდა სპეციალური ალგორითმი. და აი უკვე ამის შემდეგ, იდეის ავტორს შესაბამისი ბილეთების დაბეჭდვა შეეძლო — იმ დროისთვის ეს დასაშვები იყო.
საბოლოოდ, ბილეთების დასტა დასაბეჭდად და ჩასაშვებად მზად იყო. თუმცა, ახლა საკმარისად დიდი ჯეკპოტისთვის უნდა დაეცადათ.
ავსტრალიაში რამდენიმე პატარა ლატარიაზე დაკვირვების შემდეგ, მანდელმა შენიშნა გათამაშება აშშ-ში, რომელიც მის პირობებს აკმაყოფილებდა. ამ შემთხვევაში, მხოლოდ 1-დან 44-მდე ნომერს იყენებდნენ. მანდელმა დაითვალა და მიიღო 7 მილიონი შესაძლო კომბინაცია. დიახ, ეს ბევრად ნაკლები იყო ჩვეულებრივ ლატარიასთან შედარებით, სადაც ეს ციფრი 25 მილიონზეც ადიოდა.
როდესაც ჯეკპოტი საკმარისად მაღალი იყო - $15,5 მილიონი - მანდელმა თავის გუნდს ბილეთების ყიდვა უბრძანა.
ორი დღის განმავლობაში მანდელის გუნდმა 6,4 მილიონი შესაძლო ვარიანტი შეიძინა. შესაბამისად, მანდელმა და მისმა გუნდმა ჯეკპოტი მოხსნა.
მთლიანობაში, ეკონომისტმა მათემატიკის გამოყენებით 14 სხვადასხვა ლატარიაში მოიგო ჯეკპოტი. მან ამით მილიონობით დოლარი შეაგროვა.