ნუცა ბუზალაძე ტანსაცმლის საკუთარ ხაზს უშვებს
მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, მუსიკალური კარიერის პარალელურად, ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას გეგმავს.
"Nutsa ❤️" მაისურებით, ქუდებით, ჰუდებით და სხვა პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი, როგორც მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ზოგიერთ მათგანს კი სლოგანი "Nuts for Nutsa" ეწერება.
ბუზალაძე ამერიკულ გამოცემა The Blast-თან ინტერვიუში პარფიუმერიის, სამკაულების და ქალის ტანსაცმლის ხაზის გაფართოებაზეც გამოთქვამს სურვილს.