თეგებით ძიება

"გამივრცელეთ ეს ამბავი... ამ ჯურღმულში ქალი ცხოვრობს 7 შვილით... ცოცხლობენ, თორემ ამას ცხოვრება არ ქვია" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი გაჭირვებულ ოჯახზე წერს და აღნიშნავს, რომ 7 ბავშვი დედ-მამასთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

"ფოტოზე რასაც ხედავთ, მეტი რა უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ამ ჯურღმულში ქალი ცხოვრობს 7 შვილით და გულით ავადმყოფი მეუღლით.

ჩვენთან მოდიან საკვებზე და ტანსაცმელზე და დღეს მივედით სანახავად, სად ცხოვრობენ. ერთ დაგლეჯილ ოთახში სძინავს ყველას.

საერთოდ არაფერი არ აბადიათ და მხოლოდ სოციალური დახმარებით ცოცხლობენ. უბრალოდ ცოცხლობენ, თორემ ამას ცხოვრება არ ქვია.  აქვთ უამრავი, პროდუქტის  ვალები და ბავშვებს ხშირად მშიერს უწევთ დაძინება.

შვიდი  ბავშვისთვის, ჯერ მარტო საჭმელის შოვნა რა ჯოჯოხეთია წარმოიდგინეთ.

და სად სძინავთ და როგორ ძლებენ საერთოდ.

ჩვენ, ყველას ერთად, ბევრი სასწაული დაგვიტრიალებია და ეს ბავშვებიც აუცილებლად უნდა გავაცინოთ ბედნიერი სიცილით.

მოგმართავთ ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს და საერთოდ ყველას - მომეხმარეთ რითიც შეძლებთ, ბავშვებს უნდა მივცეთ თავისი კუთვნილი ბედნიერი ბავშვობა.

გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ. ნახავთ რამხელა ბედნიერებას და დაკარგულ იმედს მივცემთ ამდენ ბავშვს და მართლა ძალაგამოლეულ მშობლებს.

აბა, ჩვენ ვიცით! კიდევ ერთი ბედნიერება უნდა შევქმნათ", - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა