თეგებით ძიება

"ვერ მასიამოვნა ზვიგენმა, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა. "პამაგი პაპა"-ს ყვირილმა, გულ-მკერდი შემინგრია..." - რას წერს ნუგზარ სულაშვილი?

AFG-ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი ეგვიპტეში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ რუსი ტურისტის ტრაგიკულად დაღუპვამ შეძრა.

"ამ ქვეყნის მიმართ აუტანელი ზიზღისა და სიძულვილის მიუხედავად, ვერ მასიამოვნა ზვიგენმა, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა. 

"პამაგი პაპა"-ს  ყვირილმა, გულ-მკერდი შემინგრია.

ალბათ მათგან განსხვავებით ქართველებს მეტი ემპათია გაგვაჩნია და ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში თვით მოსისხლე მტერი განიცდის. 

მორალისტობას არ ვაპირებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

მტერთან გამარჯვება მახარებს ბრძოლის ველზე და პირისპირ. ჰოდა, ყველა რუსი ჯარისკაცის დედაც მ...ან !", - წერს სულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ეგვიპტეში, ჰურგადაში ზვიგენი რუს ტურისტს დაესხა თავს და მოკლა. მოგვიენებით ზვიგენი დაიჭირეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა