იწვიმებს ცალკეულ რაიონში - როგორი ამინდი იქნება საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.