ანასტასია კირთაძე ჭადრაკში მსოფლიო ჩამპიონი გახდა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ანასტასია კირთაძემ ერთი ტურით ადრე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწრაფ ჭადრაკში 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა სწრაფ ჭადრაკშიც დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესია თავის ასაკობრივ კატეგორიაში.
ანასტასიას მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი, გიგა ყუფარაძე არის.