თეგებით ძიება

ყოველთვის იყავით შრომისმოყვარე, პატიოსანი და საქმისადმი ერთგული - აგინაზღაურდებათ

პატარა ბიჭი აფთიაქში შევიდა, ტელეფონის ყურმილი აიღო და შვიდი ციფრი (ტელეფონის ნომრები) აკრიფა. მაღაზიის მეპატრონემ ბიჭის საუბარს მოუსმინა.

ბიჭი: „ქალბატონო, შეგიძლიათ თქვენი გაზონის გაკრეჭით დამასაქმოთ?

ქალი: (სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში): „მე უკვე მყავს დასაქმებული ადამიანი, ვინც გაზონს კრეჭს“.

ბიჭი: „ქალბატონო, მე გაგიკრეჭთ გაზონს იმ ადამიანის ფასად, ვინც ახლა დაასაქმეთ“.

ქალი: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ადამიანით, ვინც ახლა ჩემს გაზონს უვლის.“

ბიჭი: (უფრო დაჟინებით): „ქალბატონო, მე გავასუფთავებ თქვენს ბორდიურს და ტროტუარსაც, ასე რომ კვირას ყველაზე ლამაზი გაზონი გექნებათ მთელ პალმ-ბიჩზე, ფლორიდაში“.

ქალი: „არ მინდა, გმადლობთ.“

პატარა ბიჭმა ღიმილით დადო ტელეფონის ყურმილი. მაღაზიის მეპატრონე, რომელიც ამ ყველაფერს უსმენდა, ბიჭთან მივიდა.

მაღაზიის მფლობელი: „შვილო… მომწონს შენი დამოკიდებულება; მომწონს შენი კეთილშობილება და მინდა სამსახური შემოგთავაზო.“

ბიჭი: "არა, მადლობა!"

მაღაზიის მფლობელი: „კი მაგრამ, თქვენ ნამდვილად ითხოვდით სამსახურს“.

ბიჭი: „არა, მე უბრალოდ ვამოწმებდი ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. მე ის ვარ, ვინც იმ ქალბატონთან მუშაობს, რომელსაც ვესაუბრებოდი!“

მორალი: თვითშეფასება - ყოველ ჯერზე, თუ სხვებს არ ვაჯობებთ, ამაში მათ ვადანაშაულებთ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ვიპოვოთ საკუთარი სისუსტეები და ბევრი ვიმუშაოთ მათ მოსაშორებლად. ყოველთვის იყავით შრომისმოყვარე, პატიოსანი და საქმისადმი ერთგული - აგინაზღაურდებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა