თეგებით ძიება
09. 06. 2023 ვიდეო

"დედის ტოლა ქალი ხარ, გრცხვენოდეს" - მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

"ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას "ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე და "კანონის და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.

"რეალური ცხოვრება არის განსხვავებული, რადგან ამომრჩეველი არის განსხვავებული. პროდასავლური ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ამომრჩეველი არის განსხვავებული. მე ვარ ის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში რეინკარნაცია, ჩვენ ამას ვამბობთ. „ლელო“ მომავალ არჩევნებში იასპარეზებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მთავარი არის ღირებულებები ქალბატონო თაკო “, - მიმართა ბუაძემ ჩარკვიანს.

ჩარკვიანმა ბუაძეს უთხრა, რომ არჩევნებზე ჯერ არ ისაუბროს.

გარდა ამისა, დებატების დროს ბუაძემ ჩარკვიანს განუცხადა, რომ არ არის საჭირო წარსულზე საუბარი, რადგან მისივე თქმით, ეს მათ შორს წაიყვანს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა