"მეკითხებიან - ზვიგენი როგორ არის, ხო არ აწყინაო..." - რას წერს ჟურნალისტი ეგვიპტეში რუსი ტურისტის ტრაგედიაზე?
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა ეგვიპტეში რუსი ტურისტის ტრაგედიის შესახებ წერს და იმ გამოხმაურებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ფაქტმა გამოიწვია.
"ოკუპანტების მიმართ როგორი უგულოც ვარ, ისეთი უგულო ფრენდლისტი მყავს: ეგვიპტეში ზვიგენმა რუსი ტურისტი შეჭამა და ვიდეო დევს ტელეგრამზე, უ-შემზარავესი, და მეკითხებიან - ზვიგენი როგორ არის, ხო არ აწყინაო... ", - წერს ბერულავა.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნიის, ეგვიპტეში რუს ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.