თეგებით ძიება

"უკრაინელი ხალხის გენოციდი გაცილებით მძიმე სანახავია, ვიდრე ზვიგენმა ვიღაცა რუსი ტურისტი თუ შეჭამა.... არც მწყენია" - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი ეგვიპტეში რუსი ტურისტის ტრაგედიას ეხმაურება და უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"წელიწადზე მეტია, მოკლული, გაუპატიურებული, დასახიჩრებული, დაობლებული უკრაინელი ბავშვების კადრებს ვუყურებთ.

ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში ვნახეთ "აზოვსტალის" ჯურღმულებში თვეობით  გამოკეტილი, მზეს დანატრებული ბავშვები.

ბუჩაში მხეცურად მოკლული მარინას ხელის თითები არასდროს დამავიწყდება.

ტალახში ამოსვრილი ლამაზი თითები, ფრჩხილზე გადასმული წითელი ლაქით. ქუჩაში მიდიოდა, დამიზნებით ესროლეს და გაიარეს.

რა შორს მივდივარ, სამი დღის წინ, კაშხალი ააფეთქეს, ადამიანები მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირეს, ხალხი წყალმა დაახრჩო, ზოოპარკის გალიებში გამოკეტილი ცხოველები ვერ გადარჩნენ, ახლაც ყურში მესმის მათი მომვლელის ტირილის ხმა.

კაშხლის აფეთქება არ იკმარეს და ევაკუაციის დროს, ხერსონის დაბომბვა დაიწყეს. 

პირადად ჩემთვის, ეს კადრები, ეს ამბები, ეს ტრაგედიები, უკრაინელი ხალხის გენოციდი გაცილებით მძიმე სანახავი და გადასატანია, ვიდრე ზვიგენმა ვიღაცა რუსი ტურისტი თუ შეჭამა.

სულ ერთია, არც მწყენია და არც გამხარებია. მკიდია.

ბოდიში, თავს რომ არ ვიკატუნებ. 

ჩემი მორალური საზომი წესრიგშია, თქვენ ჩემზე ნუ იღელვებთ", - წერს დალაქიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნიის, ეგვიპტეში რუს ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა