თეგებით ძიება

"არა მარტო გენოციდის საშიშროება, არამედ ეკოციდის საშიშროებაცაა დედამიწაზე" - რას წერს ქართველი მებრძოლი უკრაინიდან?

 უკრაინაში მებრძოლი ქართველი, „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია  ხერსონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ გენოციდთან ერთად, ეკოციდის საშიშროებაც არის.

"მე არასოდეს მეგონა, თუ კატების ნაკბენებით საავადმყოფოში მოვხვდებოდი. არც ის მეგონა, თუ ცხოველების გამო ოდესმე მომიწევდა დატბორილ მოსახლეობაში ცურვა.

წყლიდან გამოყვანისას კატები ცოფიანი ძაღლებივით იკბინებოდნენ, ალბათ შეშინებულები.

ჰესის მოვლენები არის დასტური, რომ რუსეთი არა მარტო გენოციდის საშიშროება, არამედ ეკოციდის საშიშროებაცაა დედამიწაზე.

მადლობა კავკასიის ლეგიონის ბიჭებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეხმარებოდნენ ხალხს და ცხოველებს ამ მძიმე და საშიშ ჟამს. მეამაყებით ბიჭებო.

(ხერსონის ამბები)", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალამ ნოვაია კახოვკას კაშხალი დაბომბა, რის შედეგადაც დასახლებული პუნქტები დაიტბორა, არის მსხვერპლიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა