თეგებით ძიება

დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს.

"ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს. პირიქით, გვაქვს პასუხი ევროკომისიიდან, რომ ობიექტური კრიტერიუმებით, დამსახურების პრინციპით, რომელსაც ხშირად აჟღერებს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია, ანუ, თუ დამსახურებაზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. როდესაც დედაქალაქებში და ევროპულ ინსტიტუციებში ვკითხულობთ, რამ განაპირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, პასუხი სხვადასხვაა. ეს პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეს აჩვენებს, რომ ამ თემაზე ობიექტური პასუხი არ არსებობს. იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და რთულია თქვა, რას დაეფუძნა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.          


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა