თეგებით ძიება

მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია - რა ინფორმაცია ვრცელდება?

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, წმინდა ამონაგები 584.5 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 405 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,781 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 10,668,997.13 ლარს შეადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა