თეგებით ძიება

"ლუზერებო", ვერ აიტანეთ განახლებული და აგუგუნებული ბათუმი, დამშვენებული გურია... ნამუსს ტვინიც გააყოლეთ?" - რამ გააბრაზა ლალი მოროშკინა?

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს შავიზღვისპირა კურორტების დისკრეტიდაციას არავის გამოუვა.

"ლუზერებო", დაკვეთილი სტატიებით! მინდოდა ერთი დღე ჩემს ლამაზ გურიას და აჭარას მოვფერებოდი, მაგრამ არ გასვენებთ გამჩენი!

არ დავასახელებ გამომცემლობას, რეკლამა რომ არ გამომივიდეს, მაგრამ ნამუსი გაქვთ?

ვერ აიტანეთ განახლებული და აგუგუნებული ბათუმი, დამშვენებული გურია და ახლა, ნანატრი სეზონის წინ, თურმე შავი ზღვა საქართველოს სანაპიროზე ნაღმებს გამორიყავს, რომელიც დნეპრით ჩაედინება შავ ზღვაში.

ნამუსს ტვინიც გააყოლეთ?

რას ბოდავთ?

ეს უნდა კიდე ხალხს?

და თუ საქართველოში გამორიყავს, თურქეთში არ ჩაედინება იგივე შავი ზღვა???

მოკლედ, არ გამოვა კურორტის დისკრედიტაცია, არა!

წინ საქართველო!", - წერს მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეტქეს, რამაც ტერიტორიების დატბორვაც გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა