თეგებით ძიება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE-ი შემოდის

დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE-ი კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა